ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება
ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედია საშუალებები ტირაჟირებენ რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს. პარალელურად, ოპიზიციური მედია კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებს ითვლის და სოციალურ ქსელში ოპოზიციის მხარდამჭერები შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ.
