გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზადყოფნით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზადყოფნით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. შედეგები მსოფლიო ბანკმა განაახლა. კვლევის ფარგლებში მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარება გაანალიზეს. გლობალური ადაპტაციის ზოგადი ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, კორექტირებული ინდექსის მიხედვით კი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კეთილსაიმედოობით შეიწონა, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე ადგილზე გავიდა. განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკური მზადყოფნის ინდიკატორით დადასტურდა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ხუთეული კი ასეთია: სინგაპური, ნორვეგია, დანია, საქართველო და ახალი ზელანდია.
