უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
უნგრეთის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს ხელისუფლებაში ასეთი ძალების მოსვლას, რადგანაც ქვეყანას ეროვნული მთავრობა სჭირდება.
