რომის პაპი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად კრიზისიდან გამოსავალს ეძებს
რომის პაპი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად კრიზისიდან გამოსავალს ეძებს. „პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ომის დასრულება სურს. იმედია, ის ეძებს გზას ძალადობისა და დაბომბვების შესამცირებლად, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმ სიძულვილის აღმოსაფხვრელად, რომელიც მუდმივად იზრდება ახლო აღმოსავლეთში. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას და ეძებოთ პრობლემების გადაჭრის გზები.“- თქვა რომის პაპმა.
