ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს. პირველი დახმარების მოკლე კურსი 240 გიდს, სასტუმროს წარმომადგენელსა და ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველს ჩაუტარდა. ტრენინგები ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხეში, ბათუმსა და მესტიაში.
