გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორი 2009 წელს დააკავეს. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით განესაზღვრა. გამოძიება ბრალდებულს მერიის კუთვნილი თანხის არამიზნობრივად დაუფლებასა და გაფლანგვას ედავებოდა. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ტენდერები ჩატარდა კანონის დაცვით. პროკურატურამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში უფლებები დაირღვა. უწყება სააპელაციო სასამართლოს ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.
