გლობალური ტერორიზმის ინდექსში საქართველო 77-ე ადგილზეა და ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ, გლობალური ტერორიზმის ინდექსში საქართველო 77-ე ადგილზეა და ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია. ტერორიზმის კუთხით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. 2026 წელს საქართველომ პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ისეთი ქვეყნების ჯგუფშია, როგორიც არის იაპონია, ფინეთი, სლოვაკეთი და დანია.
