ფრანგი მერების პერფორმანსი
საფრნაგეთში ახლად არჩეულმა მერებმა მემარჯვენე პარტიიდან, ბრიუსელის ბიუროკრატიისადმი პროტესტის ნიშნად, საჯარო შენობებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს. რამდენიმე ქალაქის მერი განმარტავს, რომ მათთვის ღირებული მხოლოდ ეროვნული დროშაა. მერების სიმბოლურ პროტესტს ფრანგი პოლიტიკოსების ნაწილი, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის იდეით გამოეხმაურა, მთავრობის მხრიდან კი, ევროკავშირის დროშების ჩამოხსნას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
