სინოდის გადაწყვეტილებამდე
მგლოვიარე ეკლესია და სინოდის სხდომის მოლოდინი. არაუგვიანეს 2 თვისა, ქვეყანას 142-ე პატრიარქი უნდა ჰყავდეს. ის საპატრიარქო ტახტს, სიცოცხლის ბოლომდე ჩაიბარებს. მას უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, იყოს ეროვნებით ქართველი, ბერი და ასაკით 40-დან 70 წლამდე. რაც შეეხება სინოდის სხდომას, გადაწყვეტილებას 39 მღვდელმთავრი იღებს. მათ საკუთარი კანდიდატურის წარდგენაც შეუძლიათ. ილია მეორის სიცოცხლეში მიღებული გადაწყვეტილება, ტახტის მოსაყდრის შესახებ ეკლესიისთვის პატივსაცემია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
