ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრები თბილისში, ოთხი საჯარო სკოლის მიმდინარე სარეაბილიტაციო-სამშენებლო პროცესს და არსებულ საჭიროებებს გაეცნენ
ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრები თბილისში, ოთხი საჯარო სკოლის მიმდინარე სარეაბილიტაციო-სამშენებლო პროცესს და არსებულ საჭიროებებს გაეცნენ. რევაზ სოხაძემ და გივი მიქანაძემ განსაზღვრეს კონკრეტული ნაბიჯები პროექტების დაჩქარებისა და სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის. პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.
