ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 131-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 131-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები განიხილეს. ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.
