პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოტყუებით მოიპოვა, შეინახა, გამოიყენა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში უკანონოდ გაავრცელა, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
