სასამართლომ ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 ადამიანის საქმეზე იმსჯელა
სასამართლომ ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 ადამიანის საქმეზე იმსჯელა. დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
