პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა
პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და ანულირდება. შესაბამისად, შეწყდება მიმდინარე დავები და სასამართლო საქმეები ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე.
