პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის თანხმადაც 2025 წელს დაზვერვის სააგენტო საქვეუწყებო დაწესებულების სახით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა
პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის თანხმადაც 2025 წელს დაზვერვის სააგენტო საქვეუწყებო დაწესებულების სახით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა და დაზვერვის სააგენტოს უფროსის ცალკეული უფლებამოსილებები სუს-ის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ხორციელდება. კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უზრუნველსაყოფად, საჭიროა საკადრო, საფინანსო და სამართლებრივი საკითხების ნაწილი სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ფარგლებში მოექცეს.
