მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ გაეროს სააგენტოების ერთობლივ ძალისხმევას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებასა და ინსტიტუციურ პროგრესში. ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით. საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებულ მდგომარეობას და აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ნაწილში.
