შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ეწვია და ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. განიხილეს დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ახალი სამმართველოს მუშაობის სპეციფიკა. გეკა გელაძის თქმით, ბადრაგირების ახალი მთავარი სამმართველო, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს დაკავებულ პირთა გაყვანა/გადაყვანის პროცესს და მაქსიმალურად გააძლიერებს როგორც თანამშრომელთა, ასევე დაკავებულთა უსაფრთხოების საკითხებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბადრაგირების მთავარი სამმართველოსთვის, შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი 55 ავტომობილი უკვე შეიძინა.
