თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღესვე სასამართლო განიხილავს ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე წარდგენილ ბრალდებას. საქმეზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი „ლელოს“ და ალდეს პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რადგან მათ ამ დრომდე არ დაუგმიათ ელისაშვილის ქმედება. პარტია „ლელომ“ კომენტარი თავად გაავრცელა. „ლელოში“ აცხადებენ, რომ არც პირველ და არც მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ელისაშვილის იდენტიფიცირება შესაძლებელი არ არის, ეს იმ ფონზე, როცა ნოემბერში ჩადენილ დანაშაულში ელისაშვილს საკუთარი მონაწილეობა არ უარყვია.
