ისტორიული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა
კითხვაზე, „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“, 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. ისტორიული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ამ პროცესის მთავარ ფიგურას, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან დღეს, ხელისუფლების პირველი პირები ეხმიანებიან.
