ორმხრივი ინტერესის სფეროები, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება, პარტნიორობის გადატვირთვა და საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში
ორმხრივი ინტერესის სფეროები, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება, პარტნიორობის გადატვირთვა და საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში - ეს იყო საუბრის მთავარი თემები მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის. სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განახლების კიდევ ერთი სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ასე განიხილავს „ქართული ოცნება“ ზარს ვაშინგტონიდან და სატელეფონო საუბარს ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან ჯანსაღი და შედეგებზე დაფუძნებული პარტნიორული ურთერთობებისთვის მზად არის. ოპოზიცია კი ცდილობს ვაშინგტონიდან თბილისში განხორციელებული ზარი უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს.
