კაია კალასი ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიევში იმყოფება
კაია კალასი ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიევში იმყოფება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უკრაინის საგაეო საქმეთა მინისტრ, ანდრეი სიბიგას შეხვდა. ევროკავშირის დიპლომატები უკრაინაში ბუჩას ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
