შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციას ასამბლეაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ორგანიზაციის საქმიანობაში და ახლაც, როგორც, თავმჯდომარე ქვეყანა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ შესაძლებლობას.
