საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვის და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე.
