საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა, მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა
საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა, მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა. ერთ ერთი მათგანი ქალაქ კარკასონის მერი, კრისტოფ ბარტესი იყო, რომელმაც დროშის ჩამოხსნის კადრები სოციალური ქსელით გაავრცელა და კომენტარიც დაწერა „მოაშორეთ ევროპული დროშები მერიის შენობას! ადგილი დაუთმეთ საფრანგეთის დროშებს!“. მერების აქცია საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა.
