ძარცვა იტალიის მუზეუმში
ჩრდილო იტალიაში, პარმის პროვინციაში მდებარე ვილა-მუზეუმი გაძარცვეს. მანიანი როკას ფონდის მუდმივი კოლექციიდან წაღებულია სეზანის, რენუარის და მატისის ნამუშევრები. მსოფლიო მნიშვნელობის სამი შედევრის საერთო ღირებულება დაახლოებით 9-ა მილიონ ევროს აღწევს. გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეცდანაყოფის ორგანიზებით მიმდინარეობს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
