ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი დიალოგი ამ დრომდე არ დაწყებულა და მხარეები შუამავლების საშუალებით ლაპარაკობენ
ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი დიალოგი ამ დრომდე არ დაწყებულა და მხარეები შუამავლების საშუალებით ლაპარაკობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვაშინგტონის მიერ ირანისთვის გადაცემულ მოთხოვნებს გადაჭარბებული და არარეალისტური უწოდა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა კი აგრესიის გამო ირანის ლეგიტიმურ ქმედებად შეაფასა.
