ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს თანმდევ პაკეტებთან ერთად
ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, თანმდევ პაკეტებთან ერთად. კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და ანულირდება. შესაბამისად, შეწყდება მიმდინარე დავები და სასამართლო საქმეები ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე. ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაცია შეეხება - პენსიის მიმღებ 1600ზე მეტ პენსიონერს, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 250 ზე მეტ ადამიანს, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 ადამიანს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400 ზე მეტ ოჯახს. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
