საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია მუდსმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ექვს პროცენტამდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია მუდსმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ექვს პროცენტამდე გააუმჯობესა, წინა პროგნოზით კი ხუთ მთელ ხუთ მეათედ პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა. დოკუმენტში წერია, რომ შუა დერეფნის გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ გააძლიერა საქართველოს საგარეო სექტორი. ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ იანვარში წარმატებით მოახდინა ევრობონდების რეფინანსირება.
