მედიკამენტების მაღალი ფასები და ამის გამომწვევი მიზეზები - საკითხზე დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა
მედიკამენტების მაღალი ფასები და ამის გამომწვევი მიზეზები - საკითხზე დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. კომისიის წევრებმა მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ისე საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს. დასმულ კითხვებზე პასუხებიდან გაირკვა, რომ კომპანიებს ზიანი არ მიადგებათ, თუ გაიზრდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს.
