პარლამენტში განათლების და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს მოუსმინეს, იმსჯელეს მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე
პარლამენტში განათლების და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს მოუსმინეს, იმსჯელეს მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე. დეპუტატებმა მოუსმინეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს. გიორგი შალუტაშვილმა თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა, გაიხსენა კრიზისული სიტუაციები, თუ როგორ ცდილობდნენ მცირე ჯგუფები სტუდენტებზე ზემოქმედებას.
