მმართველი გუნდის შეფასებით, თემურ ალასანიას განცხადება ანტიქართული პოზიციის გამოხატულებაა
მმართველი გუნდის შეფასებით, თემურ ალასანიას განცხადება ანტიქართული პოზიციის გამოხატულებაა. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის მთავარი არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი ინტერესებია. ეს პოლიტიკური შეფასებები კეთდება თემურ ალასანიას განცხადებაზე. ის ქართველ ხალხს ისევ შეურაცხყოფას აყენებს. მიხეილ სააკაშვილის ბიძამ წლების წინ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა ფაქტობრივად დაადასტურა.
