პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი და მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. იმსჯელეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა თურქმენეთის ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, მსგავსი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.
