სირიის ლიდერი ბერლინში ვიზიტით იმყოფება
სირიის ლიდერი ბერლინში ვიზიტით იმყოფება. აჰმედ ალ შარას გერმანიის პრეზიდენტმა უმასპინძლა. სირიის ლიდერი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კანცლერ ფრიდრიხ მერცთან. სააგენტო როიტერსის ცნობით, განხილვის თემა სირიაში პოლიტიკური პროცესები და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება იქნება.
