გარემოსდაცვით გლობალურ კამპანიას შეუერთდა საქართველოც
გარემოსდაცვით გლობალურ კამპანიას შეუერთდა საქართველოც. გუშინ საღამოს 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე ჩაქვრა ანძის განათება, მშვიდობის ხიდი, განათებები რიყეზე, აქციას შეურთდა მთავრობის ადმინისტრაციაც. პრეზიდენტის რეზიდენცია, საგარეო, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ასევე ყველა სახელმწიფო უწყება. „დედამიწის საათს“ შეუერთდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია. დაუთმე ერთი საათი დედამიწას - ეს წლევანდელი კამპანიის გზავნილია.
