მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში დედამიწის საათი აღნიშნეს
მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში დედამიწის საათი აღნიშნეს. სხვადასხვა ქალაქში ელექტროენერგია 1 საათით გათიშეს, ამით მილიონობით ადამიანი გარემოს დაცვის სიმბოლურ აქტს უერთდება, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ინიციატივას საფუძველი 2007 წელს სიდნეიში ჩაეყარა.
