„ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა „ხელებიც სისხლიანია“,- განაცხადა რომის პაპმა
„ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა „ხელებიც სისხლიანია“,- განაცხადა რომის პაპმა საკვირაო ქადაგებისას. ბზობის დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ისიც აღნიშნა, რომ იესოს გამოყენება ნებისმიერი ომის გასამართლებლად დაუშვებელია. პონტიფიკოსმა ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს საშინელი უწოდა.
