ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული მოლაპარაკებები დაიწყო
ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული მოლაპარაკებები დაიწყო. პაკისტანში მიმდინარე კონსულტაციებში საუდის არაბეთის, ეგვიპტის, პაკისტანისა და თურქეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობენ. მოლაპარაკებები 2 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც დისკუსიებში მონაწილეები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების ადგილად განიხილება.
