პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ევროსაბჭოს ლიდერების მცდელობას უწოდებს უსუსურს, კონგრესის გამოყენებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს
პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ევროსაბჭოს ლიდერების მცდელობას უწოდებს უსუსურს, კონგრესის გამოყენებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს. როგორც ბრიფინგზე კახა ძაგანიამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო დროებითი კომისიის ოფიციალურ დოკუმენტებში ჟარგონით მოხსენიება სცდება კანონიერ, ეთიკურ და დიპლომატიურ ჩარჩოებს. მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესის მიერ საქართველოს საკითხის განხილვა, არ შეესაბამება მის ფუნქციებს და მიუთითებს პროცესის არაობიექტურობაზე.
