„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“, რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას პარტიის გაცხადებული სტრატეგია გააცნეს, რომელიც ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნეიტრალური სტატუსი უალტერნატივოა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა ქუთაისის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქუთაისი, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში, ამიტომ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
