გიგა ბოკერიას განცხადებას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოციალურ ქსელში ეხმიანება
გიგა ბოკერიას განცხადებას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ლევან მაჭავარიანი, პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ბოკერიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი. როგორც მმართველი გუნდის წევრი განმარტავს, ის, რომ სახელმწიფო და ერი გადარჩა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა.
