ილია მეორის პიროვნების მნიშვნელობასა და სიდიადეზე გააკეთა აქცენტი ქადაგებისას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ
ილია მეორის პიროვნების მნიშვნელობასა და სიდიადეზე გააკეთა აქცენტი ქადაგებისას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. მეუფე შიომ ილია მეორის ღვაწლს მოციქულეობრივი უწოდა, რაც მისი თქმით, ხალხის მიერ გამოხატული სიყვარულით დადასტურდა. საკვირაო წირვა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი გარდაცვლილი პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
