შეტევის სამიზნედ ქცეული მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე
შეტევის სამიზნედ ქცეული მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც უახლოეს წარსულში პატრიარქსა და სხვა მღვდელმთავრებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, კონკრეტული ჯგუფები ეკლესიის რეპუტაციის შელახვას და ამ გზით ხალხში რწმენის გაქრობას ცდილობენ. მაშინ როდესაც, მათივე თქმით, ქართველმა ერმა ეროვნული თვითმყოფადობა, დღემდე სწორედ რწმენით მოიტანა. ამიტომაც „ქართული ოცნების“ შეფასებით აშკარაა, რომ გარე თუ შიდა ძალები საკუთარი მიზნების გამარტივებას, ქვეყნის საძირკველის მორყევით ცდილობენ.
