პოლონეთი, ესტონეთთან ერთად შაჰედის ტიპის დრონების წინააღმდეგ იაფფასიანი გადამჭერი უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებას იწყებს
პოლონეთი, ესტონეთთან ერთად შაჰედის ტიპის დრონების წინააღმდეგ იაფფასიანი გადამჭერი უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებას იწყებს. მინი რაკეტების „მარკ 1“-ის მოქმედების არეალი 2 კილომეტრამდე, სიმაღლე კი ერთ-ნახევარ კილომეტრამდე იქნება. წელიწადში 10 000 ერთეულის წარმოება იგეგმება. დრონების გამოცდა უკრაინაში გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იგეგმება. პოლონეთი და ესტნეთი აცხადებს, რომ შემდეგი ეტაპი 5-დან 8 კილომეტრიამდე დისტანციაზე მოქმედი დრონების წარმოება იქნება.
