საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტი აღკვეთეს
საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტი აღკვეთეს. პარიზში „ბენკ ოფ ამერიკას“ შენობასთან მამაკაცი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა, ის სამართალდამცველებმა შენიშიეს და დააკავეს. გამოძიების ცნობით მასთან საწვავით სავსე ხუთლიტრიანი ავზი და პიროტექნიკური ნაკეთობა ჰქონდა, რომელიც დეტონატორის როლს ასრულებდა. დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ დაკავებული პლატფორმა „სნეპჩატის“ საშუალებით გადაიბირეს და დავალების შესრულებისთვის 600 ევროს დაჰპირდნენ. საფრანგეთის საგამოძიებო უწყების ვარაუდით, ტერაქტის მცდელობა ევროპაში ამერიკული და ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ ირანის მხრიდან გაჟღერებული მუქარების რეალიზების მცდელობას წარმოადგენს.
