კადეტებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
კადეტებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებზე, სასწავლო პროცესზე, დისციპლინურ გარემოსა და სამოტივაციო პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც კადეტებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. როგორც აღინიშნა, მოსწავლეთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქუთაისის პარალელურად, უახლოეს მომავალში კადეტთა სკოლა კრწანისშიც გაიხსნება. სასწავლებელი და შესაბამისად, კადეტის სადღეღამისო დასწრება სავალდებულოა. ლიცეუმში სწავლება და საცხოვრებელი პირობები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება.
