პირველად ქართული სტენდი ამერიკის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე
პირველად ქართული სტენდი ამერიკის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე. ღონისძიებას ამერიკაში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი, სამხედრო ატაშე და მისი მოადგილე, ესწრებოდნენ. ქართულ კუთხეში, შეერთებული შტატების სამხედრო სფეროში დამსახურებული ორი ქართველის, ყოფილი მდივნის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილისა და გამორჩეული ქართველი გამომგონებლისა და ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა წარმოადგინეს. ასევე ღონისძიებაზე იყო, ტრადიციული ქართული სამოსი, ღვინო და ნუგბარი. ღონისძიების ორგანიზატორი „საჰაერო და კოსმოსური ძალების სამხედროთა მეუღლეების კლუბი“ იყო. სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკელი სამხედროები, აკრედიტებული საელჩოების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
