დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კაუნასში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ლიეტუვის ეროვნული გუნდი იქნება. ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და საბა გოგლიჩიძე ვერ დაეხმარებიან. გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის საკითხი კი შეხვედრის დაწყებამდე გადაწყდება. ლიეტუვა - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
