პეტიციას, რომელიც უნგრეთის მთავრობამ იანვარში მოამზადა და მოალაქეებს ევროკავშირის მიერ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, მილიონ რვაასი ათასმა უნგრელმა მოაწერა ხელი
პეტიციას, რომელიც უნგრეთის მთავრობამ იანვარში მოამზადა და მოალაქეებს ევროკავშირის მიერ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, მილიონ რვაასი ათასმა უნგრელმა მოაწერა ხელი. ამის შეახებ სოცილაურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა. უნგრეთის მთავრობის მიერ მომზადებულ პეტიციაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წინ გაწვდილი ხელითაა გამოსახული, მის გვერდით არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერი მანფრედ ვებერი. პეტიცია ამომრჩევლებს სამი პუნქტის მონიშვნას სთავაზობს: მე ვამბობ არა-ს რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დაფინანსებაზე; მე ვამბობ არა-ს მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირების ხარჯების გადახდაზე; მე ვამბობ არა-ს ომის გამო კომუნალური გადასახადების გაზრდაზე.
