შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთში 3 500 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჩავიდა
შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთში 3 500 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჩავიდა. სამხედროები რეგიონში სადესანტო გემით, „იუ ეს ეს ტრიპოლით“ გადასხეს, რომლის ბორტზე ასევე იმყოფება სატრანსპორტო და სამხედრო ავიაცია, ასევე სადესანტო ტექნიკა. გავრცელებული ცნობის საფუძველზე გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ პენტაგონი ირანში რამდენიმე კვირიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, რომელიც ტრამპის თანხმობის შემთხვევაში რამდენიმე კვირა გაგრძელდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარი არ არის სრულმასშტაბიან ომსა და ირანში შეჭრაზე. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს.
