ირანმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში მიიტანა
ირანმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში მიიტანა. ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, რამდენიმე დრონის დარტყმის შედეგად, აეროპორტის რადარების სისტემა სერიოზულად დაზიანდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
